კითხვა:
განსხვავდება დღევანდელი თინეიჯერი პიონერისაგან?
ჰიპოთეზა: თინეიჯერი რადიკალურად განსხვავდება პიონერისაგან
ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზის ირგვლივ, აზრების შეკრების და ობიექტურობის მიზნით ჩავატარეთ გამოკითხვა სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შორის. გავიხსენეთ კინოფილმები.
ჰიპოთეზის დამადასტურებელი ფაქტები:
დროის დინება და ცივილიზაციის განვითარება ყოველთვის ახდენს გავლენას ადამიანებზე და მითუმეტეს მოზარდ თაობაზე. რაც უფრო ვითარდება ცივილიზაცია თაობათა შორის განსხვავება მით უფრო თვალსაჩინოა. სხვაობას კარგად დავინახავთ თუ შევადარებთ თინეიჯერისა და პიონერის ჩაცმის სტილს, ქცევის მანერას, უფროსებთან დამოკიდებულებას, ჟარგონებს, მათ მსოფლმხედველობას, მავნე ჩვევებს...
უარმყოფელი ფაქტები:
მართალია იცვლება დრო, წინ მიდის ცივილიზაცია, მაგრამ ის ადამიანური ღირებულებები, რაც ფასეული იყო პიონერისათვის, ფასეულია თინეიჯერისთვისაც. არ შეცვლილა მათი მისწრაფებები, თვით დამკვიდრების წყურვილი, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი, თავისუფლების სიყვარული ისევ ძვირად ფასობს მეგობრობა და სიყვარული, განსხვავება მხოლოდ გამოხატვის ფორმებშია.
დასკვნა:
ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 40%-ი ადასტურებს დიდ სხვაობას ამ ორი თაობის მოზარდებს შორის, ხოლო 60%-ს მიაჩნია, რომ შინაგანი განსხვავება არ არსებობს, გარეგნული განსხვავება კი მხოლოდ დროის ფაქტორითაა განპირობებული.
საბოლოოდ ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოზარდი თაობა ყოველთვის იყო და იქნება საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, მისი ზრუნვის ობიექტი. არ შეცვლილა მათი შინაგანი სამყარო, ფასეულობები. ვერავითარი დროის დინება ვერ გაახუნებს მათ სულიერ სამყაროს.
ავტორები: ხელთუბნის საჯარო სკოლის მასწავლებლები:მაია მელაშვილი, ფიქრია მუმლაძე, ისტ. მენეჯერი შალვა იოსებიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий